Accessibility links

ჩერნოგორიაში ლგბტ-თემის აღლუმი მშვიდობიანად დასრულდა


ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიცაში პირველი აღლუმი მოაწყვეს ლგბტ-თემის წევრებმა. მათ უსაფრთხოებას მსვლელობის დროს იცავდა პოლიციელების გაძლიერებული ქვედანაყოფი. აღლუმის ხელმძღვანელმა, დანეიელ კალეზიჩმა მსვლეობის მონაწილეთ გამოუცხადა, რომ ისინი არ დანებდენიან და იბრძოლებენ, სანამ არ მოიპოვებენ იმავე უფლებებს, რაც ყველას აქვს. აღლუმის მიმართ უარყოფითად განწყობილ პირებს შეტაკება ჰქონდათ პოლიციასთან პოდგორიცის სხვა უბანში. 300-დან 400 კაცამდე გამოვიდა აღლუმის მიმართ პროტესტის გამოსახატად და ჩაამსხვრია მაღაზიების მინები, პოლიციას დაუშინა ქვები. ლგბტ-აღლუმის დაცვა საჭირო გახდა მას მერე, რაც ჰომოსექსუალების მიმართ გმოითქვა მუქარა, მათი დაგმობა, სხვათა შორის ჩერნოგორიის სერბული მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერის, ამფილოჰის მხრიდან. პრემირმა მილო დუკანოვიჩმა, რომელიც ევროკავშირში ქვეყნის შეყვანას ესწრაფვის, უსაფრთხო გარემოში აღლუმის მოწყობას დაუჭრა მხარი .
XS
SM
MD
LG