Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხრა ლიბანელი მძევალი და მათ სანაცვლოდ გაშვებული თურქი მფრინავები შინ დაბრუნდნენ


ცხრა ლიბანელი შიიტი მძევალი ბეირუთისკენ, შინისაკენ გაფრინდნენ მას მერე, რაც ისინი სირიელმა მეამბოხეებმა 17-თვიანი ტყვეობის შემდეგ გაუშვეს. ცხრა პირი გაათავისუფლეს ორი თურქი მფრინავის სანაცვლოდ, რომლებიც ლიბანელებმა გაიტაცეს მათი გზით ნათესავების გასათავისუფლებლად. ორივე თურქი მფრინავი ასევე დაბრუნდა შინ. ლიბანის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ ცხრა ლიბანელი ირანში სალოცავად მიდიოდნენ სირიის გავლით და დაატყვევეს. სირიელი მეამბოხეები მათ თვლიდნენ, ჰიზბოლას მებრძოლებად, რომლებიც მხარს უჭერენ სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს. შიიტური ირანი და ჰიზბოლა სირიის მთავრობის მხარეს არიან, თურქეთი კი მეამბოხეებს უმაგრებს ზურგს.
XS
SM
MD
LG