Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ყალბი საბუთებით ციხიდან გაშვებული ორივე მკვლელი დააკავეს


ფლორიდის პოლიციამ დააკავა ორი სამუდამო პატიმრობამისჯილი პირი, რომლებმაც მოახერხეს ყალბი საბუთებით საპატიმროს დატოვება. პოლიციის თანამხად, ორივე, 34 წლის პირი ინციდენტის გარეშე დაკავეს და ციხეში დააბრუნეს. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, მათ ოჯახის წევრებმა ტელევიზიით მიმართეს, დაბრუნდნენ საპატიმროში. პოლიცია იკვლევს, თუ საიდან მოახერხეს პატიმრებმა ისეთი საბუთების შოვნა, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება, მოსამართლის ხელმოწერის ჩათვლით, გაყალბებული იყო.
XS
SM
MD
LG