Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ტერაქტების შედეგად ათეულობით ადამიანი დიხოცა


ერაყის დედაქალაქ ბაღდადში თვითმკვლელის მიერ აფეთქებულმა ბომბმა 26 ადამიანი იმსხვერპლა. ინციდენტი მოხდა კაფეში, სადაც იმავე წუთში აფეთქდა სხვა მოწყობილობა. ერაყის უშიშროების სამსახური იტყობინება, რომ სისხლიანი იყო თავდასხმა ქალაქ რაუაში, სადაც შეიარაღებულმა პირებმა იერიში მიიტანეს სამხედრო საგუშაგოზე, პოლიციის და მთავრობის შენობებზე, სადაც რვა პირი დაიხოცა. სამარის გარეუბანში პოლიციის მაღალი რანგის მოხელის სახლთან თვითმკვლელმა მოაწყო თავდასხმა და სამი კაცი დახოცა. ბაღდადში მაღაზიის პატრონი მოკლეს, ხოლო გარეთ აფეთქებულმა ბომბმა არაერთი იქ მყოფი ადამიანი დააშავა. ერაყში ამ პერიოდში მომხდარი თავდასხმები ყველაზე სისხლიანია 2008 წლის შემდეგ.
XS
SM
MD
LG