Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში ამ ქვეყანასთან მოლდავეთის კვლავ შეერთების მომხრეთა გამოსვლა მოეწყო


ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში და მოითხოვა რუმინეთთან მოლდავეთის კვლავ შეერთება. დემონსტრანტები გაჰყვიროდნენ ანტირუსულ ლოზუნგებს და მოუწოდებდნენ მთავრობას, კვლავ შეერთება სახელმწიფო პრიორიტეტად აღიაროს. კვირის ამ გამოსვლის ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ მათ მომხრეთა ასი ათასი ხელმოწერა აქვთ. დღევანდელი მოლდავეთის დიდი ნაწილი რუმინეთის ტერიტორია იყო მეორე მსოფლიო ომამადე, 20 წლის განმავლობაში, სანამ მას საბჭოთა კავშირი არ დაიკავებდა. მოლდავეთსა და რუსეთში პოლიტიკოსები ბუქარესტს ადანაშაულებენ, რომ სურს თავისი ყოფილი პროვინციის დაბრუნება. რუმინეთი თვლის, რომ მოლდავეთს მხოლოდ დახმარებას უწევს, გაერთიანდეს ეკროკავშირში. მოლდავეთს იმედი აქვს, რომ წელს ბრიუსელთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
XS
SM
MD
LG