Accessibility links

ფუკუსიმიდან რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა


კვირას ძლიერი წვიმის შედეგად იაპონიაში ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგურიდან რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა. ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანიის განცხადებით, დაზიანდა ჯებირი და სტრონციუმ-90-ით დაბინძურებულმა წყალმა გაჟონა. დაბინძურება დასაშვებ ნორმას 70-ჯერ აჭარბებს. ორშაბათს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ვითარება შეიძლება გაუარესდეს მოსალოდნელი ტაიფუნის შედეგად. აგვისტოში ატომური სადგურიდან 300-მა ტონა დაბინძურებულმა წყალმა გაჟონა და მიწისქვეშა წყლებს შეერია.
XS
SM
MD
LG