Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეთანიაჰუ მოითხოვს ირანზე ზეწოლის გაძლიერებას


ისრაელის პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს ირანზე ზეწოლის გაძლიერებისკენ. კვირას მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „საერთაშორისო ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს მანამდე, სანამ სიტყვების ნაცვლად მოქმედებას არ ვიხილავთ“-ო. ნეთანიაჰუ თვლის, რომ „ზეწოლა უნდა გაძლიერდეს იმისათვის, რომ გაიზარდოს ირანის მიერ სამხედრო ბირთვული პროგრამის შეჩერების ალბათობა“. თეირანი ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. ნეთანიაჰუს კომენტარები მოჰყვა ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების ალბათობაზე აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელთა მსჯელობას. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯეკ ლიუმ კვირას ტელეეთერში განაცხადა, რომ ვაშინგტონი ნაბიჯ-ნაბიჯ უპასუხებს ირანის კონკრეტულ მოქმედებებს.
XS
SM
MD
LG