Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაზე იმსჯელებენ


ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. დღის წესრიგში აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის საკითხებია. მსჯელობის მთავარი საგანი დღეს უკრაინაა. უკრაინას სურს ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ხელი მოაწეროს ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთნახმებას. ხელმოწერის პირობათა შორის ევროკავშირი აყენებს უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის - იულია ტიმოშენკოს საქმის გადაწყვეტას. ტიმოშენკოს 7-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. დასავლეთი თვლის, რომ მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. გაფართოების საკითხებში ევროკომისრის შტეფან ფიულეს განცხადებით, ის მოელის, რომ ევროკავშირის სამიტამდე ტიმოშენკოს გერმანიაში სამკურნალოდ წასვლის საშუალება მიეცემა. ევროპარლამენტის მონიტორინგის მისია დღეს კიევში განაახლებს მოლაპარაკებებს უკრაინის მთავრობასთან.
XS
SM
MD
LG