Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოშების ოჯახს კოსოვოში თავს დაესხნენ


კოსოვოს ქალაქ მიტროვიცაში თავს დაესხნენ ბოშების ოჯახს, რომლის დეპორტაციისაც საფრანგეთიდან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, 15 წლის ლეონარდა დიბრანისა და მისი ოჯახზე 20 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმა სავარაუდოდ პირად საკითხებზე მომხდარ დაპირისპირებას მოჰყვა. დიბრანის დედა ძლიერად არის ნაცემი და მრავლობითი დაჟეჟილობით საავადმყოფოშია მოთავსებული. ინცინდენტში მონაწილეობის გამო, რომელსაც პოლიცია იძიებს, ოთხი კაცია დაკავებულია. ლეონარდა დიბრანისა და მისი ოჯახს, რომლებიც საფრანგეთში ოთხი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, თავშესაფარზე უარი უთხრეს. დიბრანის შეუძლია დაბრუნდეს საფრანგეთში სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ ოჯახის წევრების გარეშეო, - განაცხადა 19 ოქტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა. დიბრანის მამა ამბობს, რომ ეძებს საფრანგეთში დაბრუნების შესაძლებლობას, რადგან ეშინია შვილების მიტროვიცაში დატოვება.
XS
SM
MD
LG