Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო არ გეგმავს „საბაჟო კავშირში“ გაწევრიანებას


აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მის გეგმებში არ შედის რუსეთის ლიდერობით მოქმედ „საბაჟო კავშირში“ გაწვერიანება. ასეთ „არათანაბარ სტრუქტურაში“ გაერთიანება აზერბაიჯანს არავითარ სარგებელს არ მოუტანსო, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ არაზ აზიმოვმა. გასულ თვეში აზერბაიჯანს მეზობელმა და დიდი ხნის მეტოქემ სომხეთმა გამოთქვა სურვილი, რუსეთთან, ბელორუსიასთან და ყაზახეთთან ერთად საბაჟო კავშირში გაწვერიანების თაობაზე. ამის პასუხად გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფიულემ თქვა, რომ სომხეთი ვილნიუსში დაგეგმილ სამიტზე ვეღარ მოაწერს ხელს ასოცირებულ შეთანხმებასო.
XS
SM
MD
LG