Accessibility links

საარჩევნო „სტრიტარტი“


წინასაარჩევნო კამპანია ფინიშის სწორზე გავიდა: 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირაც აღარ რჩება. თბილისისა და სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში გამოკრულია პრეზიდენტობის კანდიდატთა პლაკატები, მათი საარჩევნო ლოზუნგები თუ ფოტოსურათები. წინასაარჩევნო აგიტაციისთვის პრეზიდენტობის 23 კანდიდატი სხვადასხვა ხერხს მიმართავს, იქნება ეს ქალაქების ქუჩებში დამონტაჟებული დიდი ეკრანები, ბანერები თუ, სულაც, ავტობუსები. გარდა ამისა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით შედარებით მცირე ზომის ასობით პლაკატს...

XS
SM
MD
LG