Accessibility links

logo-print

"თავისუფალი საქართველო" არჩევნებში ნინო ბურჯანაძეს უჭერს მხარს


პარტია "თავისუფალი საქართველო" საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ნინო ბურჯანაძეს უჭერს. პარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ცდილობს მეორე ადგილზე გაიყვანოს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძე. ”წარსული არჩევნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ ოპოზიციური ძალების შეუთანხმებლობა ხელისუფლების და ამ შემთხვევაში, "ქართულ ოცნებასთან" ერთად, "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე ასხამს წყალს და სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში არასაპარლამენტო ოპოზიციურმა ძალებმა მხარი უნდა დავუჭიროთ ერთიან კანდიდატს”, - ნათქვამია ”თავისუფალი საქართველოს” დღევანდელ განცხადებაში. პარტია მიიჩევს, რომ ოპოზიციონერ კანდიდატთა შორის მკაფიოდ ლიდერობს ნინო ბურჯანაძე და ამიტომ სწორედ მას უნდა გამოუცხადოს მხარდაჭერა ყველა სხვა ოპოზიციურმა პარტიამაც.
XS
SM
MD
LG