Accessibility links

logo-print

გიორგი თარგამაძემ საარჩევნო პროგრამა სკაიპით გააცნო საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს


ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი თარგამაძემ საარჩევნო პროგრამა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს სკაიპის საშუალებით გააცნო. პარტიის ინფორმაციით, თითქმის სამსაათიანი ონლაინკონფერენციას დისკუსიის ფორმა ჰქონდა. თარგამაძის შეფასებით, საქართველოში კვალიფიციური კადრების დეფიციტია, ქართველ ემიგრანტებს კი უდიდესი რესურსი აქვთ და ქვეყნის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი მონაწილეობა სახელმწიფოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. ”მე, როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რომ ქვეყნის ცხოვრებაში მათ აქტიურ მონაწილეობას შევუწყო ხელი", - განაცხადა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა.
XS
SM
MD
LG