Accessibility links

logo-print

შალვა ნათელაშვილი: ხელისუფლებას ჩემი ამომრჩევლების დათვლა რუსთაველის გამზირზე მოუწევს


”ივანიშვილს და მის ხელისუფლებას ჩემი ამომრჩევლების დათვლა რუსთაველის გამზირზე მოუწევთ", - განაცხადა დღეს პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა, რომელმაც საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია თბილისში გამართა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, საქართველოს მასშტაბით ამომრჩევლებთან შეხვედრისას ხალხის სრულ მხარდაჭერრას გრძნობდა. ”გამორიცხულია, არჩევნებში ვერ გავიმარჯვო, რადგან სხვა კანდიდატებს პულსი არ ესინჯებათ”, - განაცხადა ნათელაშვილმა. მისივე თქმით, თუ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს, იძულებული იქნება მხარდამჭერები რუსთაველის გამზირეზე შეკრიბოს.
XS
SM
MD
LG