Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღეს ავღანეთში მყოფმა სამხედროებმა


საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღეს
ავღანეთში, ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცსკ-მ სპეციალური საარჩევნო უბნების მოწყობა უზრუნველყო ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქართულ და ამერიკულ ბაზებზე ”ერედვსა” და ”ლეზერნიკზე.” სამინისტროს ცნობითვე, არსებობდა ორი გადასატანი ყუთიც, რომელიც ამერიკული კონტინგენტის მხარდაჭერით უსაფრთხოდ გადაიტანეს ბაზების „ფაიზელისა“ და „პალაციოს“ მიმართულებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტრის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის უფლებით ისარგებლა ავღანეთში მყოფმა 1500-ზე მეტმა ქართველმა სამხედრომ. პროცესს მეთვალყურეობას უწევდნენ, ცსკ-ის და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგნლები.
XS
SM
MD
LG