Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლგოგრადში აფეთქების ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები იპოვეს


ვოლგოგრადში მომხდარი ავტობუსის აფეთქების ადგილზე ჩატარებული გამოძიების შედეგად ნაპოვნია ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები, - ამის შესახებ რუსეთის ახალი ამბების სააგენტოები ადგილობრივი სამართალდამცველი ორგანოების ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან. წყაროს თანახმად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბომბის სიმძლავრისა და ტიპის დადგენა. ინფორმაციას, რომ ავტობუსში ასაფეთქებელმა მოწყობილობამ იმუშავა, - ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტშიც ადასტურებენ. ვოლგოგრადის კრასნოარმეისკის რაიონში სამგზავრო ავტობუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ექვსი კაცი დაიღუპა და 20 დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „მკვლელობის“ მუხლით, თუმცა გამოძიების მსვლელობაში შესაძლოა ამ მუხლის შეცვლა მოხდეს.
XS
SM
MD
LG