Accessibility links

logo-print

მარგველაშვილი პირველ ტურში გამარჯვებას სპორტსმენებსაც დაპირდა


საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე უარის თქმა უკან დახევას კი არა, თავდასხმას ნიშნავს, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა "შერატონ მეტეხი პალასში", სპორტსმენებთან შეხვედრისას განაცხადა. შესაბამისი საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ნინო სალუქვაძემ წამოწია. "ბევრი ადამიანი გიდგათ გვერდში, მათ შორის ჩემი სახით. თქვენ ორი და ათი ტურიც რომ დაგჭირდეთ, უარი არ უნდა თქვათ ამ ბრძოლაში ბოლომდე მონაწილეობაზე", - განაცხადა ნინო სალუქვაძემ. გიორგი მარგველაშვილის თქმით კი, თავდასხმა საჭიროა იმისთვის, რომ სრულად იქნეს მობილიზებული ძალები.
XS
SM
MD
LG