Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლგოგრადში აფეთქება სავარაუდო თვითმკვლელმა ქალმა მოაწყო


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის ვლადიმერ მარკინის თანახმად, დადგენილია იმ ქალის სავარაუდო ვინაობა, რომელმაც ვოლგოგრადში თავის აიფეთქა. თვითმკვლელი ტერორისტი ქალი მარკინის თანახმად, 30 წლის დაღესტნელია. ვოლგოგრადის კრასნოარმეისკის რაიონში სამგზავრო ავტობუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ექვსი კაცი დაიღუპა და 32 დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. აფეთქების ადგილზე ჩატარებული გამოძიების შედეგად ნაპოვნია ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები. მიმდინარეობს ბომბის სიმძლავრისა და ტიპის დადგენა.
XS
SM
MD
LG