Accessibility links

logo-print

ეშტონი: უკრაინამ მეტი უნდა გააკეთოს ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერამდე


ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის განცხადებით, უკრაინამ, ვიდრე ხელს მოაწერდეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, მეტი უნდა გააკეთოს შერჩევითი სამართლის საკითხთან მიმართებით, რაც ეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოს საქმესაც. ეშტონმა ამ საკითხზე ისაუბრა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. შეხვედრაზე იმსჯელეს ვილნიუსში ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ნოემბრის სამიტისათვის მზადებაზე. უკრაინას იმედი აქვს, რომ ვილნიუსის სამიტზე ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. საამისოდ ევროკავშირი კიევისაგან მოითხოვს ტიმოშენკოს საკითხის მოგვარებასაც. ტიმოშენკო შვიდწლიან პატიმრობას იხდის ბრალდებებით, რომლებსაც ბევრი მიიჩნევს პოლიტიკურად მოტივირებულად.
XS
SM
MD
LG