Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბილდტი გამოთქვამს რწმენას, რომ ვილნიუსის სამიტზე მოხდება საქართველოსთან შეთანხმების პარაფირება


შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი გამოთქვამს რწმენას, რომ ვილნიუსის სამიტზე (28-29 ნოემბერს) მოხდება საქართველოსთან, ისევე როგორც მოლდავეთთან, ასოცირების შეთანხმების პარაფირება. „რაც შეეხება ორივეს - მოლდავეთსა და საქართველოს - საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება. მათ აქვთ ძალიან მტკიცე პოზიცია, რომ განვაგრძოთ პროცესი ამის შემდეგ (ასოცირების) შეთანხმებაზე საკმაოდ მალე ხელმოწერით. და საქმე შეეხება უფრო ტექნიკურ და იურიდიულ პროცედურებს, რომლებიც გავლენას ახდენს ამ პროცესზე, მაგრამ მე ამ შემთხვევაშიც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი,“ უთხრა კარლ ბილტმა ჩვენი რადიოს კორეპსონდენტს. ამავე საუბრის დროს, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლონელ კოლეგა რადოსლავ შიკორსკისთან ერთად მიემგზავრება კიშინიოვში, კიევსა და თბილისში, რათა მომდევნო რამდენიმე დღეში განიხილონ ვილნიუსის სამიტისთვის მზადების საკითხები. შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სამშაბათს სტუმრობენ თბილისში.
XS
SM
MD
LG