Accessibility links

logo-print

აშშ-ში ორი ადამიანი დაიღუპა სკოლაში სროლის შედეგად


შეერთებულ შტატებში ნევადის შტატის პოლიცია აცხადებს, რომ ორი ადამიანი დაიღუპა სკოლის ტერიტორიაზე სროლის შედეგად. პოლიცია ვარაუდობს, რომ ერთ-ერთი დაღუპული არის მოსწავლე, რომელიც ისროდა. დაჭრილია ორი მოსწავლე - ცნობების თანახმად, მათი მდგომარეობა კრიტიკულია. თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა ორშაბათს გაკვეთილების დაწყებამდე. მან, როგორც ჩანს, მოკლა სკოლის თანამშრომელი, რომელიც ბავშვების დაცვას ცდილობდა. პოლიცია აცხადებს, რომ თვითონ არ უსვრია.
XS
SM
MD
LG