Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო მედიაცენტრი დღეიდან დაიწყებს მუშაობას


საარჩევნო მედიაცენტრი მუშაობას დღეიდან დაიწყებს. როგორც "ინტერპრესნიუსი" ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოზე" დაყრდნობით იუწყება, მედიაცენტრის მეშვეობით, არასამთავრობო ორგანიზაციები ჟურნალისტებს საარჩევნო პროცესზე დაკვირვების შედეგებს უწყვეტ რეჟიმში მიაწვდიან. მედიაცენტრში მუშაობა ნებისმიერ მსურველ ჟურნალისტს შეეძლება; ასევე შესაძლებელი იქნება პირდაპირი ჩართვების განხორციელებაც. ამასთან დაკავშირებით დღეს, 11:00 საათზე, მედიაცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება. მედიაცენტრის ხელმძღვანელის, თამარ ჩიქოვანის ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც, არჩევნების მონიტორინგის პრეზენტაციას პერმანენტულად გამართავენ. მათ შორის: "სამართლიანი არჩევნები", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "საზოგადოებრივი დამცველი" და სხვები. თამარ ჩიქოვანის ცნობით, 26 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, მედიაცენტრში ყოველდღიურად რამდენიმე პრესკონფერენცია გაიმართება. უშუალოდ, არჩევების დღეს, 27 ოქტომბერს კი ამ დროის მონაცემებით, 18 პრესკონფერენციაა ჩანიშნული. მედიაცენტრის მისამართია: ქობულეთის ქუჩა N34/36, IV სართული. მედიაცენტრის მეშვეობით გასული წლის საპარალამენტო არჩევნებიც შუქდებოდა.
XS
SM
MD
LG