Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოძრაობის რეჟიმი დროებით შეიცვლება მცხეთა-თბილისის მონაკვეთზე


მცხეთა-თბილისის ოთხზოლიან მონაკვეთზე (კმ17-კმ21), მარცხენა მიმართულებით, (დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით) დღეს, 08:00 საათიდან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ამის მიზეზი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-ნატახტარის მონაკვეთზე (კმ17-კმ27) მიმდინარე ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოებია, რომელიც გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება. ავტოტრანსპორტი დასავლეთისაკენ არსებული გზის მარჯვენა მიმართულებით იმოძრავებს, ხოლო დასავლეთიდან მოძრავი სატრანსპორტო ნაკადი თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება. გზების დეპარტამენტის ცნობით, დროებითი რეგულირების მიუხედავად, ტრანსპორტი, შეუფერხებლად, ცალმხრივ რეჟიმში იმოძრავებს.
XS
SM
MD
LG