Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები აშშ-ს აკრიტიკებენ უპილოტო თვითმფრინავების შეტევების გამო


ორი მსხვილი უფლებადამცველი ორგანიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს უპილოტო თვითმფრინავების შეტევების განხორციელების გამო, რომელსაც მათი თქმით, ხშირად რიგითი მოქალაქეები ეწირებიან. „ამნესტი ინტერნეშნლმა“ 40 შეტევიდან ათი შეტევა განიხილა და აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ ვაზირისტანში აგვისტოდან ოქტომბრამდე განხორციელებული შეტევების არცერთი მსხვერპლი არ იღებდა მონაწილეობას სამხედრო მოქმედებებში და არ წარმოადგენდა არანაირ საფრთხეს. უფლებადამცველები ასევე აღნიშნავენ, რომ უპილოტო თვითმფრინავების შეტევა მხოლოდ და მხოლოდ ძაბავს მდგომარეობას ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ისედაც მუდმივ სტრესში იმყოფებიან ალ ყაიდისა და თალიბანის მებრძოლების თავდასხმების გამო. ამასთანავე, კიდევ ერთი უფლებადამცველი ორგანიზაციის „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ანგარიშში ნათქვამია, რომ იემენში ექვსიდან ორი შეტევის დროს სამოქალაქო პირები მოკლეს.
XS
SM
MD
LG