Accessibility links

ბარაკ ობამამ და ფრანსუა ოლანდმა განიხილეს ამერიკის სპეცსამსახურების მოქმედებები


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და მისმა ფრანგმა კოლეგამ ფრანსუა ოლანდმა განიხილეს სიტუაცია, რომელიც პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა. ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სააგენტო ფრანგი მოქალაქეების სატელეფონო საუბრებს ისმენდა. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშა აღნიშნული, ზოგიერთი პუბლიკაცია, რომელიც პრეზიდენტებმა განიხილეს, სიმართლეს შეეფერება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ჩნდება კითხვები. „პრეზიდენტმა ობამამ ნათლად განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა დაიწყეს გადახედვა იმისა, თუ როგორ აგროვებს ის სადაზვერვო ინფორმაციას“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა მას შემდეგ, რაც პარიზში, საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის ელჩი ჩარლზ რივკინი დაიბარეს. ეს შეხვედრა უკავშირდებოდა პუბლიკაციას, რომელის Le Monde-ში გამოქვეყნდა. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ გასული წლის 10 დეკემბრიდან, მიმდინარე წლის 8 იანვრამდე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულმა სააგენტომ ფრანგი მოქალაქეების 70 მილიონზე მეტი საუბარი მოისმინა. გარდა ამისა, მათი დაზვერვის ქვეშ მოექცა ფრანგების არაერთი ელექტრონული მიმოწერა.
XS
SM
MD
LG