Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლგოგრადის ოლქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა


რუსეთიდან იუწყებიან, რომ ვოლგოგრადის ოლქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა ორშაბათს ავტობუსში მოწყობილი ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად. აფეთქების შედეგად დაიღუპა ექვსი და დაიჭრა 30 ადამიანი. რეგიონის მმართველობაში აცხადებენ, რომ დაღუპულების ოჯახებს გაუწევენ ფინანსურ დახმარებას მილიონი რუბლის ოდენობით. მძიმედ დაშავებულები 400 ათას რუბლს მიიღებენ. ამასობაში გრძელდება გამოძიება ტერაქტის დეტალების დასადგენად. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივნის, ვლადიმირ მარკინის განცხადებით, ამფეთქებელი, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც დაღესტნის მკვიდრი ნაიდა ასიალოვა, მახაჩყალაში ჩაჯდა ავტობუსში, რომელიც მოსკოვის რეისს ასრულებდა, მაგრამ უცნობი მიზეზით, ავტობუსიდან ჩამოვიდა ვოლგოგრადში - ერთი საათით ადრე, ვიდრე ამ ქალაქში აფეთქებას მოაწყობდა. მარკინის თქმით, აფეთქების შედეგად დაიღუპნენ სამი ქალი და სამი მამაკაცი, უმეტესწილად მოზარდები.
XS
SM
MD
LG