Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მინისტერიალზე გზა გაუხსნეს თურქეთთან მოლაპარაკების ახალ ეტაპს


ევროკავშირის მინისტერიალზე მხარდაჭერა გამოუცხადეს თურქეთთან მოლაპარაკების ახალი ეტაპის დაწყებას, რაც ნიშნავს, რომ სამწლიანი პაუზის შემდეგ განახლდება მოლაპარაკება ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების საკითხზე. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში ჩატარებულ შეხვედრაზე გამოაცხადეს, რომ 5 ნოემბრისთვის დაინიშნა რეგიონალურ პოლიტიკაზე დისკუსიის დაწყება. ეს არის მე-14 პუნქტი სულ 35-პუნქტიან მოლაპარაკებაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს მიეკუთვნება.
XS
SM
MD
LG