Accessibility links

logo-print

აუნ სან სუ ჩის გადასცეს სახაროვის პრემია, რომელიც ჯერ კიდევ 1990 წელს მიენიჭა


ბირმის ოპოზიციის ლიდერს, აუნ სან სუ ჩის დღეს გადასცეს სახაროვის სახელობის პრემია, რომელიც მას ჯერ კიდევ 1990 წელს მიენიჭა. მის დაჯილდოვებასთან დაკავშირებით საგანგებო ცერემონია გაიმართა სტრასბურგში, ევროპის პარლამენტში. აუნ სან სუ ჩის პრემია მიენიჭა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისათვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის. 1990 წელს მისმა პარტიამ გაიმარჯვა ბირმაში ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში. მაგრამ მმართველმა სამხედრო რეჟიმმა არჩევნების შედეგები გააუქმა და აუნ სან სუ ჩი შინა პატიმრობაში გამოკეტა. ის თითქმის 20 წლის შემდეგ, 2010 წელს გაათავისუფლეს.

XS
SM
MD
LG