Accessibility links

logo-print

გენადი ონიშჩენკო ჯერ არ გადამდგარა


რუსეთის სანიტარული სამსახურის, „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი, გენადი ონიშჩენკო, როგორც ჩანს, თანამდებობას ტოვებს - გავრცელებული ინფორმაციით, უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ დღეს განაცხადა ვიცე-პრემიერმა ოლგა გოლოდეცმა. თუმცა, მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯერ არ არის ხელმოწერილი ონიშჩენკოს გათავისუფლების შესახებ დოკუმენტი. რუსეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივნის განმარტებით, პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, დარჩება თუ არა ონიშჩენკო „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელის პოსტზე. ამ თანამდებობაზე ონიშჩენკოს ბევრჯერ აქვს გაკეთებული ორიგინალური განცხადებები სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საქართველოდან სასმელის და საკვები პროდუქტის იმპორტის თაობაზე. „ყურძენი რომ შემოჰქონდეთ, მე თვითონ გადმოვიტანდი საზღვარზე, მაგრამ ისინი ყურძენს აფუჭებენ, ღვინოდ აქცევენ“ - ეს მოსაზრება გამოთქვა ონიშჩენკომ რუსეთში ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვის საკითხზე ერთ-ერთი გამოსვლისას.
XS
SM
MD
LG