Accessibility links

logo-print

ავღანეთში დისკვალიფიცირებულ იქნა პრეზიდენტობის 16 კანდიდატი


ავღანეთის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, დისკვალიფიცირებულია 16 კანდიდატი მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის. დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის განმარტებით, სულ 26 კანდიდატიდან 16-ს უარი უთხრეს წარმოდგენილი დოკუმენტების ნაკლოვანებებისა და სხვა დარღვევების გამო. დისკვალიფიცირბულთა უმრავლესობა ნაკლებად ცნობილი პიროვნებები არიან. კანდიდატებად დარჩენილებს შორის სახელდებიან ავღანეთის საგარეო უწყების ორი ყოფილი ხელმძღვანელი, აბდულა აბდულა და ზალმაი რასული, ფინანსთა ყოფილი მინისტრი აშრაფ ღანი. 5 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის თავისი კანდიდატურის წამოყენებას აპირებს პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ძმაც, ყაიუმ კარზაი, ისევე როგორც ყოფილი სამეფო ოჯახის წევრი, სარდარ ნადირ ნაიმი.
XS
SM
MD
LG