Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია ტიმოშენკო თანახმაა „ნაწილობრივ შეწყალებაზე“


უკრაინის პარლამენტის წევრი არსენი იაცენიუკი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკო თანახმაა ე.წ. „ნაწილობრივ შეწყალებაზე". ამის შესახებ იაცენიუკმა განაცხადა სამშაბათს კიევში პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ. გასულ კვირაში ევროპის პარლამენტის ორმა წარმომადგენელმა გააცნო უკრაინის პრეზიდენტს ინიციატივა ტიმოშენკოს „ნაწილობრივ შეწყალების“ შესახებ. უკრაინის მედიის ცნობით, ინიციატივით გათვალისწინებულ ზომებს შორის არის ტიმოშენკოსთვის მისჯილი პატიმრობის ვადის განახევრება და მისთვის ჯარიმის დაკისრება 200 მილიონი დოლარის ოდენობით. ტიმოშენკო იხდის შვიდწლიან პატიმრობას ბრალდებებით, რომლებსაც ბევრი მიიჩნევს პოლიტიკურად მოტივირებულად. ევროკავშირი ციხიდან მის გამოშვებას ასახელებს პირობად კიევთან ასოცირების შეთანხმების გასაფორმებლად.
XS
SM
MD
LG