Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში ჩავიდნენ


შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, კარლ ბილდტი და რადოსლავ შიკორსკი მოლდავეთის და უკრაინის შემდეგ ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მონაწილე კიდევ ერთ ქვეყანაში, საქართველოში ჩავიდნენ. სამშაბათს, კიშინიოვში გამართულ პრესკონფერენციაზე კარლ ბილდტმა აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყნებისათვის „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა ევროკავშირთან ასოცირების და ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერას. შეკითხვა დაისვა სომხეთის მიერ რუსეთის ლიდერობით მოქმედ „საბაჟო კავშირში“ გაწევრიანებას, რასაც კარლ ბილდტმა სომხეთის „განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდგომარეობით ნაკარნახევი გადაწყვეტილება“ უწოდა. რაც შეეხება რუსეთის მხრიდან მუქარას და მოლდავეთის და უკრაინის პროდუქციაზე საბაჟო წესების გამკაცრებას, ასეთ პოლიტიკას რადოსლავ შიკორსკიმ წარუმატებელი უწოდა: „ჩვენ ვიცით, თუ რა მოხდა საქართველოს შემთხვევაში, რომლის საექსპორტო პროდუქციასაც რუსეთმა ემბარგო გამოუცხადა. საქართველომ გააუმჯობესა თავისი პროდუქციის ხარისხი და მოძებნა ახალი ბაზრები. და ძალიან მოხარული ვარ, როცა ვხედავ, რომ მოლდავეთიც იმასვე აკეთებს. მაგალითად, თქვენი ღვინო თავისუფლად იწყებს გასვლას ევროკავშირში და ახლა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენ პროდუქციას აწარმოებთ და გაყიდით, როგორ გაზრდით ფასს და მიიღებთ სარგებელს. სიმართლე ითქვას, მუქარაზე დაფუძნებული დიპლომატია წარმატებას ვერ აღწევს“. თქვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. კარლ ბილდტი და რადოსლავ შიკორსკის კიშინიოვიდან სამშაბათსვე სტუმრობდნენ უკრაინას, სადაც მოულოდნელად გადაწყდა შეხვედრა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან. მათ კიევს განუცხადეს, რომ ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს საქმეში სიტყვების დროს წავიდა, ახლა საქმეა საჭიროო. ტიმორშენკოს გაშვება, რომელიც ბრიუსელისთვის პოლიტიკური პროცესის მსხვერპლი იყო, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ევროკავშირთან ხელშეკრულების გამოფრმებისთვის. 23 ოქტომბერს ევროკავშირის წარმომადგენლები შეხვედრებს უკვე საქართველოში გამართავენ.
XS
SM
MD
LG