Accessibility links

logo-print

ინტერპოლი: საიდუმლოებით მოცულ გოგონაზე არავითარი ცნობა არ მოიპოვება


ინტერპოლის, საერთაშორისო პოლიციის უწყების, თანახმად, საბერძნეთში, ბოშათა ბანაკში ნაპოვნი გოგონას შესახებ მას თავის ბაზაში მონაცემი არ მოეპოვება: ინტერპოლის თანახმად, მათი მონაცემებით, სულ დაკარგულია 6-ს წლამდე ასაკის 38 გოგონა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის ქერა, მწვანეთვალება, სახელად მარია. საბერძნეთის პოლიციამ წყვილს, რომელთა ოჯახშიც მარია ნახეს, ორშაბათს გოგონას გატაცების ბრალდება წაუყენა. წყვილი ირწმუნება, რომ გოგონა მათ ბიოლოგიურმა დედამ დაუტოვა, რადგან თვითონ გაზრდა არ შეეძლო. მარიას აღმოჩენის შემდეგ დაკარგული ბავშვების ათასობით მშობელმა დარეკა.
XS
SM
MD
LG