Accessibility links

logo-print

მსოფლიოში ბავშვთა სიკვდილიანობა მცირდება


ორგანიზაცია „Save the Children“-ის ინფორმაციით, მსოფლიოში „უპრეცედენტო“ პროგრესია მიღწეული ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებაში. დღეს გამოქვეყნდა ანგარიში, რომელშიც 75 ქვეყანაა მიმოხილული და წერია, რომ 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა 1990 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში 12 მილიონიდან 6,6 მილიონამდე შემცირდა. თუმცა, მსოფლიო კვლავაც შორს არის გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნისგან, რაც 2015 წლისთვის ბავშვთა სიკვდილიანობის ორი მესამედით შემცირებას გულისხმობს. ანგარიშის თანახმად, ყველაზე „გამაოგნებელ“ შედეგს მიაღწია აფრიკის ქვეყანა ნიგერმა, სადაც 1990 წლის შემდეგ ბავშვთა სიკვდილიანობაა ორჯერ და მეტად შემცირდა, გვალვებისა და რესურსების მუდმივი დეფიციტის მიუხედავად.
XS
SM
MD
LG