Accessibility links

შიკორსკი დადებითად აფასებს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიას


პოლონეთის საგაროეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ შიკორსკის შეფასებით, საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანია ჯერ სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. ამის შესახებ შიკორსკიმ განაცხადა თბილისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. პოლონელ მინისტრთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობდა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კარლ ბილდტი. ორივე სტუმარმა გამოთქვა რწმენა, რომ საქართველო ნოემბრის ბოლოს, ვილნიუსის სამიტზე მოახდნეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას. გუშინ საღამოს პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. საქართველოში ვიზიტამდე ისინი მოლდავეთსა და უკრაინას ესტუმრნენ.
XS
SM
MD
LG