Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიკორსკი და ბილდტი ივანიშვილს მოუწოდებენ, თავი აარიდოს „შურისძიების პოლიტიკას“


ევროკავშირის წევრი ქვეყნების, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რადოსლავ შიკორსკიმ და კარლ ბილდტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდეს, პატივი სცეს კანონის უზენაესობას და თავი აარიდოს „შურისძიების პოლიტიკას“. ამ საკითხს ისინი შეეხნენ თბილისში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას. თბილისში ვიზიტით მინისტრებმა დაასრულეს ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამ ქვეყანაში ტურნე, რომელიც წინ უსწრებს ვილნიუსის სამიტს. საქართველოში ჩასვლამდე შიკორსკი და ბილდტი უკრაინასა და მოლდავეთს ესტუმრნენ. ევროკავშირის წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ივანიშვილმა აღნიშნა, რომ უნდა იყოს „ნაკლები შურისძიება და აგრესია და მეტი პატიება და შერიგება“. სამშაბათს ივანიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილს შესაძლოა, სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ.
XS
SM
MD
LG