Accessibility links

logo-print

ყირგიზეთში ისევ მოითხოვენ კუმტორის ოქროს საბადოს ნაციონალიზაციას


ყირგიზეთში 800-მდე ადამიანმა განაახლა საპროტესტო აქცია ოქროს უდიდესი საბადოს, კუმტორის ნაციონალიზაციის მოთხოვნით. დემონსტრანტები დღეს შეიკრიბნენ ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ყიზილ სუუში. ისინი მოითხოვენ ასევე, გათავისუფლდეს ათი ადგილობრივი მოსახლე, რომელიც მიმდინარე თვეში დააკავეს მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქცია ძალადობაში გადაიზარდა. ათ ეჭვმიტანილს ბრალად ედება მძევლების აყვანა, ხულიგნობა, თავდასხმა და სიკვდილით მუქარა. ამასობაში, ყირგიზეთის პარლამენტში განაგრძობს მუშაობას ახალ კონტრაქტზე კუმტორის მაღაროს ოპერატორ კანადურ კომპანიასთან, „სენტერა გოლდთან“.
XS
SM
MD
LG