Accessibility links

ტოლოკონიკოვა ჩუვაშეთში მდებარე კოლონიაში გადაიყვანეს


რუსული პანკ-ჯგუფის, „პუსი რაიოტის“ დაპატიმრებული წევრი, ნადეჟდა ტოლოკონიკოვა მორდვეთის რესპუბლიკაში მდებარე კოლონიიდან ჩუვაშეთში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ განაცხადა მისმა მეუღლემ, პიოტრ ვერზილოვმა. მისი ინფორმაციით, ტოლოკონიკოვა ქალაქ ალადირში მდებარე კოლონიაში მოიხდის პატიმრობის დარჩენილ ვადას. სექტემბრის ბოლოს ტოლოკონიკოვამ შიმშილობა გამოაცხადა მორდვეთში პატიმრობის პირობების და კოლონიის ხელმძღვანელობისაგან მუქარის გასაპროტესტებლად. მას 2012 წელს მიუსაჯეს ორი წლით პატიმრობა მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობისათვის.
XS
SM
MD
LG