Accessibility links

logo-print

შიკორსკი: საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანია ევროპულ სტანდარტებს ჯერჯერობით სრულად აკმაყოფილებს


საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანია ევროპულ სტანდარტებს ჯერჯერობით სრულად აკმაყოფილებს, - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რადოსლავ შიკორსკიმ ანიშნა, რომ იმყოფება ადამიანის გვერდით, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს ნებაყოფლობით ტოვებს და ეს უპრეცედენტო ფაქტია. შიკორსკიმ აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შეიცვლებიან არა მხოლოდ პიროვნებები, არამედ კონსტიტუციაც და გასათვალისწინებელია, რომ ოპოზიცია პოლიტიკური პროცესის ნაწილია. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარი ტესტია ის, თუ როგორ ხდება ხელისუფლების გადაცემა და მნიშვნელოვანია, საქართველოში ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარების პრინციპი მომავალშიც შენარჩუნდეს. ამავე პრესკონფერენციაზე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მიერ აუცილებლად გასათვალისწინებელ კიდევ ერთ პირობად დაასახელა საზოგადოების დემოკრატიზაცია. კარლ ბილდტის განცხადებით, საქართველომ სხვა ქვეყნების შეცდომებზე უნდა ისწავლოს.
XS
SM
MD
LG