Accessibility links

ნატო აპირებს, 2014 წლის შემდეგაც განაგრძოს ავღანეთის დახმარება


ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ალიანსი ავღანეთის დახმარებას განაგრძობს მას შემდეგაც, რაც მომავალი წლის ბოლოს ამ ქვეყანას დატოვებს უცხოელი ჯარისკაცების უმრავლესობა. ამის შესახებ რასმუსენმა ჟურნალისტებს უთხრა ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ. ნატოს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ 2014 წლის შემდეგ ნატო და მისი პარტნიორები ქაბულის მხარდაჭერას გააგრძელებენ „პოლიტიკურად, პრაქტიკულად და ფინანსურად“. მაგრამ, მისივე თქმით, თავის მხრივ, ქაბულმა უნდა შეასრულოს დაპირება რეფორმების განხორციელების შესახებ. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ნატოს თავდაცვის მინისტრებმა ავღანეთის თავდაცვის მინისტრთან, ბისმალიჰა მოჰამადისთან ერთად იმსჯელეს უსაფრთხოებაზე ზრუნვის ამოცანის ავღანური მხარისათვის ჩაბარების ბოლო ფაზის შესახებ.
XS
SM
MD
LG