Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ და რუსეთმა ვერ მოაგვარეს უთანხმოება ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის საკითხში


ნატო და რუსეთი აცხადებენ, რომ ოთხშაბათს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ვერ მოაგვარეს უთანხმოება ევროპაში დაგეგმილი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის გარშემო, მაგრამ ორივე მხარემ პირობა დადო, რომ გააგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას. დღეს ამ თემის შესახებ იმსჯელეს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე. როგორც სხდომის შემდეგ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, „საიდუმლო არ არის“, რომ მხარეებს ჯერ არ მიუგნიათ გზისთვის, როგორ მოგვარდეს უთანხმოება ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის გარშემო. ნატოს გეგმა, ევროპაში განათავსოს ანტისარაკეტო სისტემა, რუსეთის უკმაყოფილებას იწვევს. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ აღნიშნა, რომ ნატო-რუსეთის თანამშრომლობის განვითარებას აბრკოლებს ანტისარაკეტო თავდაცვის ევროპული სისტემის შექმნის გეგმა და ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის მიახლოება რუსეთის საზღვრებთან. ოთხშაბათს ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მხარდაჭერა მასში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების მიმართ.
XS
SM
MD
LG