Accessibility links

logo-print

ევროპარლამენტის რეზოლუცია ვანო მერაბიშვილს პოლიტპატიმრად არ მოიხსენიებს


23 ოქტომბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ინიცირებულ რეზოლუცია. პროექტისგან განსხვავებით, დამტკიცებული რეზოლუციის 39-ე პუნქტში ვანო მერაბიშვილი აღარ არის მოხსენიებული პოლიტპატიმრად. რეზოლუციის პროექტის ძველი ტექსტის თანახმად, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გასულ კვირაში დაამტკიცა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრად იყო მოხსენიებული. ევროპარლამენტი "მხარს უჭერს ასოცირების შეთანხმების ინიცირებას, მაგრამ მიიჩნევს, რომ წინასწარ უნდა გამოვლინდეს არსებითი პროგრესი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კანონის უზენაესობის სფეროში - რაც უნდა დაიწყოს, ვანო მერაბიშვილის ჩათვლით, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებით და ვროპული სტანდარტების დაცვით უნდა ჩატარდეს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები”, - ასეთი იყო თავდაპირველი ფორმულირება, რასაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მწვავე კომენტარები მოჰყვა.რეზოლუცია სახელწოდებით ”ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შესახებ: პარტნიორობის გაძლიერებისკენ” შეეხება საქართველოსაც, როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში ჩართულ ქვეყანას, რომელიც განსაკუთრებულ იმედებს უკავშირებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტს. ევროპარლამენტი "მიიჩნევს, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე უნდა გამოვლინდეს არსებითი პროგრესი საქართველოს მხრიდან კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროში და ევროპული სტანდარტების დაცვით უნდა ჩატარდეს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები”, - ასეთია დამტკიცებული ფორმულირება.
XS
SM
MD
LG