Accessibility links

logo-print

გენადი ონიშჩენკო რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ დაინიშნა


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა საკუთარ თანაშემწედ დანიშნა რუსეთის მომხმარებელთა ფედერალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი. ამ დანიშვნის შესახებ ინფორმაცია რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნატალია ტიმაკოვამ დაადასტურა და აღნიშნა, რომ 60 წლის ონიშჩენკოს თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი იყო მასთან გაფორმებული ერთწლიანი კონტრაქტის ვადის ამოწურვა. „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელის მოვალეობას კი ონიშჩენკოს მოადგილე ანა პოპოვა დანიშნა. გენადი ონიშჩენკო, რომელიც ამ სამსახურს 2004 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა, ღებულობდა ყველა იმ გადაწყვეტილებას, რაც რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს, მოლდავეთის, უკრაინის, ლიტვისა თუ სხვა ქვეყნებიდან საკვების პროდუქციისა და სასმელის აკრძალვასთან იყო დაკავშირებული.
XS
SM
MD
LG