Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი იწყება


დღეს ბრიუსელში იწყება ევროკავშირის სამიტი. დღის წესრიგის ძირითად საკითხებს შორისაა აშშ-ის მიყურადების პროგრამა და უკანონო იმიგრაცია. სამიტამდე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას იმ ინფორმაციის გამო, რომლის თანახმადაც, ვაშინგტონი ანგელა მერკელის მობილურ ტელეფონს აყურადებდა. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც თვლის, რომ მიყურადების საკითხი პრიორიტეტული უნდა იყოს სამიტის დღის წესრიგში. გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთში ათეულობით მილიონ სატელეფონო ზარს აყურადებდნენ. თუმცა, ევროკავშირის სამხრეთის ქვეყნები: იტალია, საბერძნეთი, მალტა, კვიპროსი, ბულგარეთი და ესპანეთი თვლიან, რომ ძირითადი საკითხი ჩრდილოეთი აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტთა ნაკადი უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG