Accessibility links

ობამა უარყოფს, რომ აშშ გერმანიის კანცლერის სატელეფონო საუბრებს უსმენს


ბერლინში აშშ-ის ელჩი, ჯონ ემერსონი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს და პროტესტი გაუნცხადეს იმ ინფორმაციის გამო, რომ აშშ-ის სპეცსამსახურები უთვალთვალებდნენ გერმანიის კანცლერს. დღესვე ელჩს მიღებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდო ვესტერველე. ბრალდება ჩრდილს აყენებს ევპროკავშირის სამიტს, რომელიც დღეს იხსნება ბრიუსელში. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ეს საკითხი სამიტის დღის წესრიგში უნდა შეიტანონ. გავრცელდა ასევე ცნობები, რომ საფრანგეთში მილიონობის სატელეფონო საუბარს უსმენდნენ აშშ-ის საიდუმლო სამსახურები. ოთხშაბათს, მერკელი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას და დაიჩივლა მასთან, რომ უშიშროების სამსახური მის სატალეფონო საუბარს უსმენდა. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ობამამ დაარწმუნა მერკელი, რომ აშშ-ის დაზვერვის სამსახური არ უსმენს და არ მოუსმენს მის სატალეფონო საუბრებს. წარსულში მოსმენების ცხადი უარყოფა არ მომხდარა. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ედვარდ სნოუდენმა გამოაქვეყნა დოკუმენტები იმის დასტურად, რომ აშშ-ის მთავრობა მთელ მსოფლიოში სატალეფონო და საინტერნეტო კომუნიკაციების დიდი რაოდენობით ჩანაწერებს ფლობს.
XS
SM
MD
LG