Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა სააკაშვილის განცხადების გამო


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის საზიანოდ მიიჩნევს პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობას შეეხებოდა. 23 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა თბილისის გარშემო 2009 წლიდან დაწყებული, ზღუდეების მშენებლობის ზოგიერთ დეტალზე და განაცხადა, რომ საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ მშენებლობა შეაჩერა. თავდაცვის სამინისტრომ სააკაშვილის განცხადების გამო შეშფოთება და გაოცება გამოხატა და მოუწოდა მის ადმინისტრაციას და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ სახელმწიფო საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის გავრცელებას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ქვეყნის თავდაცვითი ნაგებობების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება საშიშია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ”თავდაცვის სამინისტროსა და შეირაღებულ ძალებს შესწევთ უნარი უზრუნველყონ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და საკადრისი პასუხი გასცენ უსაფრთხოების გამოწვევებს”, - ნათქვამია სამინისტროს დღევანდელ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG