Accessibility links

ბელორუსიაში საჭესთან ნასვამ მძღოლებს მანქანებს ჩამოართმევენ


ბელორუსიაში ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომლის თანახმად, ავტომანქანა ჩამოერთმევათ მძღოლებს, რომლებიც საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში ორჯერ იქნებიან შემჩნეული. პარლამენტმა კანონი ივნისში დაამტკიცა. მის თანახმად, მანქანას ჩამოართმევენ მფლობელს მაშინაც, თუ მფლობელი არ იყო საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში დაკავებული პირი. კანონი არ ეხება იმ პირებს, რომლებსაც მანქან მოპარეს. ჩამორთმეული მანქანები გაიყიდება და თანხა ან სახელმწიფო ბიუჯეტში შევა, ან ნასვამი მძღოლების მიერ დაზარალებულ მოქალაქეებს მოხმარდება.
XS
SM
MD
LG