Accessibility links

logo-print

პაკისტანი აშშ-თან თანამშრომლობდა უპილოტო თვითმფრინავების საკითხში


აშშ-ის მედიის ცნობით, პაკისტანისა და შეერთებული შტატების მთავრობებების საიდუმლო დოკუმენტები ცხადჰყოფს, რომ აშშ ისლამაბადის თანხმობით ახორციელებდა უპილოტო თვითმფრინავების რეიდებს პაკისტანში. გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, მასალა, რომელიც ამ გაზეთმა მოიპოვა შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსაგან, ადასტურებს უპილოტო თვითმფრინავების რეიდებზე ორ მთავრობას შორის საიდუმლო შეთანხმების არსებობას - 2007 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში. ისლამაბადს და ვაშინგტონს ჯერ არ გაუკეთებიათ ოფიციალური კომენტარი ამ ცნობაზე. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა ოთხშაბათს ვაშინგტონში განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრისას მას სთხოვა, ბოლო მოუღოს პაკისტანში უპილოტო თვითმფრინავების რეიდებს.
XS
SM
MD
LG