Accessibility links

logo-print

ვიტალი კლიჩკო ადასტურებს საპრეზიდენტო ამბიციებს


კრივში მსოფლიოს ჩემპიონმა, ვიტალი კლიჩკომ ხუთშაბათს დაადასტურა, რომ საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში. კლიჩკო ხელმძღვანელობს პარტიას „უკრაინის დემოკრატიულ ალიანსს რეფორმებისათვის“. პარტიის აბრევიატურაა "უდარი“. კლიჩკომ ხუთშაბათს პარლამენტში განაცხადა, რომ 2015 წლის მარტის არჩევნებში მეტოქეობას გაუწევს უკრაინის მოქმედ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს. ეს განცხადება გაკეთდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც კლოჩკოსთვის შეუძლებელს ხდის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვას. საკანონმდებლო ცვლილების შედეგად პრეზიდენტობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს ადამიანი, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილიც უკრაინა არ იყო ბოლო 10 წლის განმავლობაში. არადა კლიჩკოს, მედიის ინფორმაციით, გერმანიაში აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. „უდარი“ აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, ხელი შეუშალონ პრეზიდენტად კლიჩკოს არჩევას.
XS
SM
MD
LG