Accessibility links

logo-print

ბრიუსელში იმართება ევროკავშირის სამიტი აშშ-თან უთანხმოების ფონზე


ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბნენ სამიტზე, რომლის ფონსაც ქმნის აშშ-ის უშიშროების სამსახურის მიერ სატელეფონო საუბრების მოსმენით გამოწვეული უკმაყოფილება. სამიტის დაწყებამდე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ საჭიროა ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ნდობის აღდგენა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების უშიშროების სამსახური მერკელის სატელეფონო საუბრებს უსმენდა. ევროკავშირის სამიტზე აპირებენ, მიიღონ ზომები ევროპის ეკონომიკური აღმასვლის კონსოლიდაციის ხელშესაწყობად და განიხილონ ევროკავშირში ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან არალეგალური მიგრანტების შესვლას პრობლემა.
XS
SM
MD
LG